2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -”ბათუმის ბოტანიკური ბაღი”-სათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ”ბათუმის ბოტანიკური ბაღი” 2013 წლის 06 დეკემბრის №01-16/780 წერილით ითხოვს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში არსებული მეორადი ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილების, მწვანე პლასტმასის საბურველით დაფარული მავთულბადის და დეკორატიული ფილაქნის ქვეშ განსათავსებელი ბიაზის გადაცემას.
ზემოთ აღნიშნლიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ”ბათუმის ბოტანიკური ბაღს” უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული შემდეგი (მეორადი მოხმარების სამშენებლო და სხვა დამხმარე მასალები) ქონება:
ა) ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (ექვსკუთხა) 300 კვმ, ღირებულებით 4200,00 (ოთხი ათას ორასი) ლარი;
ბ) ბადე (პლასტმასის შალითაში 50*75 2x25 მ 10 ხვეულა, ღირებულებით 1 829,20 (ერთი ათას რვაასოცდაცხრა ლარი და 20 თეთრი) ლარი;
გ) ბიაზი 20 ხვეულა, ღირებულებით 2 600,00 (ორი ათას ექვსასი) ლარი.
2. წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ”ბათუმის ბოტანიკური ბაღი”-სათვის გადაცემის მიზნით, შესაბამის ხელშეკრულებაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის სასაწყობო ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსს მინდია ხაბაძეს (პირადი ნომერი 61001000942).
3. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ - სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.#30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი