ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 19
თარიღი: 2014-01-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

რამდენიმე მიწის ნაკვეთისათვის ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოს  სტატუსის მინიჭებისა და სამართავად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის სასაფლაოები“-სათვის  გადაცემის შესახებ

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონისა და სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის 30 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოს სტატუსი მიენიჭოს შემდეგ მიწის ნაკვეთებს:

ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მდებარე, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული 177 073,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №20.48.06.039);

ბ) ქ. ბათუმი, დასახლება ურეხში მდებარე, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული 9 000,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.31.05.010);

გ) ქ. ბათუმი, დასახლება ურეხში მდებარე, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული 9 702,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.31.06.201);

დ) ქ. ბათუმი, დასახლება ინჯალოში მდებარე, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული 11 189,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.31.07.178);

ე) ქ. ბათუმი, დასახლება ურეხში მდებარე, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული 10 124,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.31.07.177);

ვ) ქ. ბათუმი, დასახლება მახინჯაურში მდებარე, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული 2 713,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.34.23.253);

ზ) ქ. ბათუმი, დასახლება განთიადში მდებარე, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული 22 715,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.34.23.254);

თ) ქ. ბათუმი, თოდოგაურის ცენტრალური სასაფლაო მაჭახელის ქუჩისა და თოდოგაურის დასახლებას №104-ს შორის; 

ი) ქ. ბათუმი, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა №103 (მახვილაურის მეურნეობის ბინებთან);

კ) ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ბეთლემის ქუჩების კვეთა.                               

2. დაევალოს ქ. ბათუმის მერიას უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტის „თ” – „კ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასაფლაოების ტერიტორიების საჯარო რეესტრში თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

3. წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საჯარო სასაფლაოს მოვლა, პატრონობა და მართვა (მათ შორის საფლავების გამოყოფა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ა(ა)იპ „ბათუმის სასა-ფლაოებმა“ (საიდენტიფიკაციო ოდი 445413516).

  4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.  

 

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები