ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 17
თარიღი: 2014-01-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის ყინულის სასახლის“ დაფუძნების შესახებ“ 2007 წლის 30 ივლისის №126 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის ყინულის სასახლის“ დაფუძნების შესახებ“ 2007 წლის 30 ივლისის №126 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“.

ბ) განკარგულების 1-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დაფუძნდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი  – „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი“.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი“ (შემდგომ ტექსტში – „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი“).

3. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი“ არის წევრთა მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მისი მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

4. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

5. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი“ შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

6. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლადო ასათიანის ქუჩა №27. ელექ­­­რონული ფოსტის მისამართია: Batumisport.youth@gmail.com

7. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ საქმიანობის ძირითადი მიზანია ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ხელბურთის, ფუტსალის, ფრენბურთის და სხვა გუნდური სპორტის სახეობების  პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა, სპორტის ამ სახეობებით დაინტერესებული პირების ჩემპიონებად ჩამოყალიბებაში და მათი მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად ხელშეწყობა, მომავალი ჯანმრთელი თაობის აღზრდისათვის ხელშეწყობა, ასევე დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და ამ მიზნით სხვადასხვა სპორტულ-ახალგაზრდული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა.

8. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ დამფუძნებელია თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, მისი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს სახით.

9. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი). დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულო.

10. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორია ირაკლი ბერიძე (პირადი №61002015401).

11. დირექტორი იურიდიული პირის საქმიანობიდან გამომდინარე საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობს ერთპიროვნულად.

12. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენლობის უფლებამოსილება ერთპიროვნულად ეკისრება დირექტორს.

13. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულო. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ ლიკვიდაცია ხორციელდება თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებ-ლობის შესაბამისად.

14. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ საკუთრებას წარმოადგენს მისი საქმიანობის შედეგად შეძენილი ქონება, ასევე მისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება და ფულადი სახსრები.

15. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრს“ უფლება აქვს ქალაქ ბათუმის მერიის თანხმობით მის საკუთრებაში არსებული ქონება მთლიანად ან მისი ნაწილი გაასხვისოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

16. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორი უფლებამოსილია დასახული მიზნის მისაღწევად დაამყაროს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები ქალაქ ბათუმის მერის მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად.

17. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორის და მასთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირების თანამდებობრივი სარგოს ოდენობას ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მერი.

18. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ ხარჯთაღრიცხვას ითანხმებს ქალაქ ბათუმის მერი.

19. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრს“ უფლება აქვს მისი ორგანიზაცია და სტრუქტურა მოაწესრიგოს წესდებით, რომელსაც განკარგულებით ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულო.

20. „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახური.“.

 2. დაევალოს „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორს უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის რეგისტრაციაში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები