2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - `ბათუმის კორპუსის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის #195 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - `ბათუმის კორპუსი“-ს წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის #195 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული წესდების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ,,ბათუმის კორპუსის“ დირექტორს ყავს ორი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი