2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №30
2011 წლის 21 ივნისი
ქალაქი ბათუმი
„სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით დადგენილებით დამტკიცებული:
ა) დანართი 1 - სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) დანართი 2 - თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ზონირების ტექსტური ნაწილი;
გ) დანართი 3 - თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ზონირების გრაფიკული ნაწილი (ზონირების რუკა).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამო-ქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე