2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის სცენის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის (შერწყმის) შესახებ და მათ ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის „ბათუმის კულტურის ცენტრის“ შექმნის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ჩ” ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 38-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოხდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის სცენის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაცია (შერწყმა).
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის `ბათუმის სცენის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდეს ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
3. რეორგანიზაცის შედეგად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,ბათუმის კულტურის ცენტრი“.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ბათუმის კულტურის ცენტრი“ არის წევრთა მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მისი მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. არასამეწარმეო (არაკომე-რციული) იურიდიული პირი - „ბათუმის კულტურის ცენტრს“ უფლება აქვს ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდანაც მიღებული მოგება უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული - „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მიზნებისა და ამოცანების რეალიზებას.
5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ბათუმის კულტურის ცენტრის“ უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.
6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ბათუმის კულტურის ცენტრი“ შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ბათუმის კულტურის ცენტრის“ იურიდიული მისამართია: საქართველო ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ.1/რუსთაველის ქ.53. ელექტრონული ფოსტის მისამართია: Batumiskulturiscentri@gmail.com
8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ძირითადი მიზანია:
ა) ქართული ხალხური შემოქმედების, ფოლკლორის, კლასიკური, საორკესტრო, საგუნდო და თანამედროვე საესტრადო მუსიკის პოპულარიზაცია _ განვითარება.
ბ) კულტურის ცენტრში ღონისძიებებისა და კულტურული პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
გ) ბათუმის ტერიტორიაზე კულტურულ სფეროში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა;
დ) კონკურსების და ფესტივალების ჩატარება; გამოფენების, პრეზენტაციების მოწყობა და სხვა;
ე) ნიჭიერი შემოქმედებითი ახალგაზრდობის გამოვლენა, ხელშეწყობა და წახალისება;
ვ) მოსახლეობის ფართო ფენების კულტურული მომსახურება; საანგარიშო კონცერტების, კარნავალების, მარშების, შოუ-პროგრამების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია საკონცერტო მოედნებზე.
ზ) ღვაწლმოსილ მუშაკთა საიუბილეო და შემოქმედებითი საღამოების, ჩატარება, წახალისების სხვადასხვა ფორმებზე წარდგენა შესაბამის ზემდგომ ორგანოებში.
თ) საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის გაღრმავება, გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.
ი) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა მოვლა-პოპულარიზაცია; (სამუზეუმო, ფოტო და ვიდეო მასალების მოძიება და კლასიფიკაციაში მოყვანა). ჩატარებული მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენის ამსახველი ფოტო, ვიდეო-აუდიო მასალის გადაღება და გამოფენების მოწყობა, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის მუშაობის ამსახველი საარქივო დოკუმენტაციის შექმნა.
კ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ან საზოგადოების მიერ შეძენილი ტექნიკური საშუალებების მართვა;
ლ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისათვის შესაბამისი სასცენო მომსახურების გაწევა;
9. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის კულტურის ცენტრი“ დამფუძნებელია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო.
10. ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორი (შემდგომში – დირექტორი). დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ბათუმის საკრებულო.
11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის კულტურის ცენტრი“-ს დირექტორად დაინიშნოს ნათია სურგულაძე (დაბ. 29.09.1961წ. დაბადების ადგილი: ბათუმი, მცხ: ქ. ბათუმი, გ. ბრწყინვალეს ქ. #57, პირადობის მოწმობის Nდ 1417203; პირ: №01018000092; გაც.: სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ 12.07.2011წ, მოქმედების ვადა: 12.07.2021წ).
12. დირექტორი იურიდიული პირის საქმიანობიდან გამომდინარე საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობს ერთპიროვნულად.
13. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის კულტურის ცენტრის“ წარმომადგენლობის უფლებამოსილება ერთპიროვნულად ეკისრება დირექტორს.
14. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს თვითმმარეთველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
15. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საკუთრებას წარმოადგენს მისი საქმიანობის შედეგად შეძენილი ქონება, ასევე მისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება და ფულადი სახსრები.
16. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორი უფლებამოსილია დასახული მიზნის მისაღწევად დაამყაროს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები ქალაქ ბათუმის მერის მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად.
17. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის კულტურის ცენტრის“ წესდება თანახმად დანართისა.
18. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერიის განათლების კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახური.
19. წინამდებარე ბრძანებით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ბათუმის კულტურის ცენტრი“ წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის, N20 განკარგულებით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის სცენა“-სა და ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 28 დეკემბრის №1420 ბრძანებით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ სამართალმემკვიდრეს.
20. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის სცენის“ დირექტორი ნოდარ ხრიკული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ დირექტორი გელა ბოლქვაძე განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან განკარგულების ძალაში შევლის დღიდან.
21. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორმა უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს:
ა) ქ. ბათუმის მერიისათვის საშტატო ნუსხის დასამტკიცებლად წარმოდგენა;
ბ) ახალი ხარჯთაღრიცხვის შესათანხმებლად ქ. ბათუმის მერიისათვის წარმოდგენა.
22. დაევალოს „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორს უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის რეგისტრაციაში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
23. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 1 თებერვლიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს განკარგულება
2014 წლის 31 იანვარი № 15
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის კულტურის ცენტრის“
წ ე ს დ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. სახელწოდება და იურიდიული მისამართი
1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „ბათუმის კულტურის ცენტრი“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონების, თვითმმართველი ქ. ბათუმის სამართლებრივი აქტების და ამ წესდების შესაბამისად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ,,ბათუმის კულტურის ცენტრი“თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ,,ბათუმის კულტურის ცენტრი“ წარმოშობილად ითვლება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაა: ,,ბათუმის კულტურის ცენტრი“
1.4. სამართებლივი ფორმა _ იურიდიული პირი.
1.5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ,,ბათუმის კულტურის ცენტრის“ იურიდიული მისამართია: საქართველო ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ.1/რუსთაველის ქ.53. ელექტრონული მისამართია: Batumiskulturiscentri@gmail.com
მუხლი 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _,,ბათუმის კულტურის ცენტრის“ სტატუსი
2.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით.
2.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „ბათუმის კულტურის ცენტრი“ უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ცენტრის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
2.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ცენტრის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
2.4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორიანათია სურგულაძე (დაბ. 29.09.1961წ. დაბადების ადგილი: ბათუმი, მცხ: ქ. ბათუმი, გ. ბრწყინვალეს ქ. #57, პირადობის მოწმობის №დ 1417203; პირ: №01018000092; გაც.: სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ 12.07.2011წ, მოქმედების ვადა: 12.07.2021წ).
2.5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკევებული ქონება, საანგარიშსწორებო საბანკო და სახაზინო ანგარიშები, საკუთარი ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
2.6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ კანონმდებლობითა და ამ წესდებით უფლებამოსილია შეიძინოს ქონებრივი უფლებები, ჩაატაროს ტენდერები, დადოს ხელშეკრულებები, შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნის თანახმად, ფლობდეს, ისარგებლოს და განკარგოს მისი აქტივები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე არბიტრაჟში, სასამართლოში, ასევე მესამე პირთან ურთიერთობაში.
2.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრი“ შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
2.8. კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ „ბათუმის კულტურის ცენტრი“ ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს წინაშე.
მუხლი 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მიზნები და ამოცანები
3.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ძირითადი მიზანია _ ქართული ხალხური შემოქმედების, ფოლკლორის, კლასიკური, საორკესტრო, საგუნდო და თანამედროვე საესტრადო მუსიკის პოპულარიზაცია _ განვითარება. ამ მიზნით:
ა) კულტურის და ხელოვნების ცენტრში ღონისძიებებისა და კულტურული პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
ბ) ბათუმის ტერიტორიაზე კულტურულ სფეროში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა;
გ) კონკურსების და ფესტივალების ჩატარება; გამოფენების, პრეზენტაციების მოწყობა;
დ) ნიჭიერი შემოქმედებითი ახალგაზრდობის გამოვლენა, ხელშეწყობა და წახალისება, სტუდიური მუშაობის ორგანიზება;
ე) მოსახლეობის ფართო ფენების კულტურული მომსახურება; საანგარიშო კონცერტების, კარნავალების, მარშების, შოუ-პროგრამების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია საკონცერტო მოედნებზე.
ვ) ღვაწლმოსილ მუშაკთა საიუბილეო და შემოქმედებითი საღამოების, ჩატარება, წახალისების სხვადასხვა ფორმებზე წარდგენა შესაბამის ზემდგომ ორგანოებში.
ზ) საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის გაღრმავება, გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.
3.2. კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა მოვლა-პოპულარიზაცია; (სამუზეუმო, ფოტო და ვიდეო მასალების მოძიება და კლასიფიკაციაში მოყვანა). ჩატარებული მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენის ამსახველი ფოტო, ვიდეო-აუდიო მასალის გადაღება და გამოფენების მოწყობა.
3.3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ან საზოგადოების მიერ შეძენილი ტექნიკური საშუალებების მართვა;
3.4 თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისათვის შესაბამისი სასცენო მომსახურების გაწევა;
3.5. ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამაში აქტიური მონაწილეობა. თითოეული სათვისტომოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის გააქტიურება;
3.6. ეროვნული უმცირესობის მოტივაციის ამაღლება ქართული ენის _ როგორც სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობაზე და ქართული ენის შემსწავლელი კურსების ამოქმედება.
3.7. სხვადასხვა ენების შემსწავლელი კურსების მოთხოვნისამებრ ამოქმედება _ ეთნიკური უმცირესობების ცნობილ და წარმატებულ წარმომადგენელთა ღვაწლის ასახვა მედია საშუალებებში.
3.8. ხელის შეწყობა ეთნიკურ უმცირესობათა იმ წარმომადგენლების წარმოჩენაში, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და საზღვარგარეთ ცხოვრებისას მიაღწიეს წარმატებებს.
3.9. მცირე ინიციატივების საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა.
3.10. მატერიალური და ფინანსური ხელშეწყობა, ჯანმრთელობის ხელშემწყობი და სხვა სოციალური პროგრამების მუშაობა;
მუხლი 4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მართვა
4.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრს“ ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ერთპიროვნულად ეკისრება -არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
4.2. დირექტორი:
ა) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობას, მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობაში;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობიდან გამომდინარე საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობს ერთპიროვნულად;
გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ წესდებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებლივი აქტების, აგრეთვე, მათ საფუძველზე მერიის და საკრებულოს დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე;
დ) პერსონალურად პასუხისმგებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობის სწორად წარმართვაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
ე) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს სამართლებრივ აქტებს _ ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ყველა თანამშრომლისათვის, ხელს აწერს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;
ვ) უფლებამოსილია დასახული მიზნების მისაღწევად დაამყაროს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად;
ზ) უფლებამოსილია შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირების თანა-მდებობრივი სარგოები განსაზღვროს დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესაბამისად;
თ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს (დებს ხელშეკრულებებს) და თანამდებობიდან ათავისუფლებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ თანამშრომლებს;
ი) ანაწილებს ფუნქციებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ თანამშრომლების საქმიანობაზე, მართავს თათბირებს, პერიოდულად ისმენს ანგარიშებს თანამშრომელთა საქმიანობის შედეგების თაობაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ თანამშრომლებსა და მესამე პირებზე;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები;
ლ) განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ხარჯთაღრიცხვას მერიასთან შეთანხმებით;
მ) ადგენს და ქალაქ ბათუმის მერიას დასამტკიცებლად წარუდგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ბალანსს;
ნ) ამტკიცებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს;
ო) ატარებს სათანადო ღონისძიებებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის, თანამშრომელთათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
პ) თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოსა და ქალაქ ბათუმის მერიას წელიწადში ერთხელ წარუდგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ჟ) ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მერიის წინაშე;
რ) ქალაქ ბათუმის მერიას დასამტკიცებლად წარუდგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ პროექტს, წინადადებებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ თვითმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად;
ს) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ წესდებით და მათ შესაბამისად ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ტ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით უფლებამოსილია ბრძანებით შექმნას სათათბირო ჯგუფები, კომისიები და უხელმძღვანელოს მას.
უ) შეიმუშავებს და ამტკიცებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ შინაგანაწესს.
ფ) უფლებამოსილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ სახელით გახსნას და დახუროს საბანკო ანგარიშები, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ქ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მართვის ორგანოთა სისტემაში შედის ცალკეული მიმართულებების მენეჯერები და სამხატვრო ხელძღვანელი რომელბსაც დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. დირექტორის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ განსაზღვრული ერთ/ერთი მენეჯერი.
4.4. მენეჯერების და სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ფუნქციებიდან გამომდინარე განისაზღვრება დირექტორის სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.“.
თავი II სტრუქტურა
მუხლი 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ სტრუქტურის განსაზღვრა
5.1 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ სტრუქტურაში შეიძლება შედიოდეს ადმინისტრაცია, ბუღალტერისა და შესყიდვების განყოფილება, ტექნიკური განყოფილება, მეგობრობის სახლი, სახელოვნობო მომსახურების ჯგუფი შემოქმედებითი კოლექტივები: ა) ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი; ბ) ვოკალური ანსამბლი; გ) კამერული ორკესტრი; დ) სასულე ორკესტრი; ე) როკ-ანსამბლი „ბეთლემი“; ვ) ქალთა კამერული გუნდი; ზ) ქორეოგრაფიული სტუდია; ი) ჯაზ-ბიგ ბენდი; კ) კახაბრის კლუბი; ლ) ხალხური სიმღერის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი; მ) ჯგუფი „GEO PLANET“. სტრუქტურაში შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სხვა ერთეულებიც.
5.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ სტრუქტურა განისაზღვრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
5.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები განისაზღვრება და მტკიცდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორის ბრძანებით.
თავი III. ქონება და ფინანსები
მუხლი 6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ქონება
6.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ფლობს და განკარგავს ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მისთვის გადაცემულ ქონებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საკუთრებას წარმოადგენს მისი საქმიანობის შედეგად შეძენილი ქონება, ასევე მისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება და ფულადი სახსრები.
6.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) თვითმართველი ქალაქის _ ბათუმის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტებით მიღებული სახსრები;
გ) საქველმოქმედო სახსრები;
დ) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობით მიღებული სახსრები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროები.
თავი IV. სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი
7.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერია.
თავი V. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 8. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებ-ლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
თავი VI. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 9. წესდებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის წესი
წესდებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება ქალაქ ბათუმის მერიის წარდგინებით თვითმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს განკარგულებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.