2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –„ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილოს“ წესდების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილოს“ თანდართული წესდება.
2. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 1 თებერვლიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს განკარგულება
2014 წლის 31 იანვარი, #14
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილო“-ს
წ ე ს დ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სახელწოდება და იურიდიული მისამართი:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილო“ არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილო“ (შემდგომ ტექსტში – „მუნიციპალური სასადილო“ ).
3. „მუნიციპალური სასადილო“-ს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.
4. „მუნიციპალური სასადილო“-ს ელექტრონული მისამართია:
municipalurisasadilo@gmail.com.
მუხლი 2. „მუნიციპალური სასადილო“-ს სტატუსი:
1. „მუნიციპალური სასადილო“ არის წევრთა მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მისი მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.
2. „მუნიციპალური სასადილო“-ს უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციის მომენტიდან.
3. „მუნიციპალური სასადილო“ შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „მუნიციპალურ სასადილო“-ს აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
5. „მუნიციპალური სასადილო“ კანონმდებლობით და ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მოსარჩლედ და მოპასუხედ სასამართლოში და არბიტრაჟში, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში.
6. „მუნიციპალურ სასადილო“-ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, შტამპი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში „მუნიციპალური სასადილო“ ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების წინაშე, რომელიც ახორციელებს დამფუძნებლის უფლებამოსილებებს.
თავი II. საქმიანობის საგანი
მუხლი 3. „მუნიციპალური სასადილო“-ს ძირითადი მიზანი და ფუნქციები:
„მუნიციპალური სასადილო“-ს ძირითადი მიზანი და ფუნქციაა:
ა) განახორციელოს სოციალურად დაუცველი ფენის ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა;
ბ) უზრუნველყოს პროგრამით მოსარგებლე, 0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ერთიანი ბაზის შექმნა;
გ) ენერგეტიკული ღირებულების ბალანსის დაცვით უზრუნველყოს სეზონის მიხედვით შესაბამისი მენიუს შექმნა;
დ) სოციალურად დაუცველი ფენის ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი წესების დადგენა და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა;
ე) საზოგადოების ინფორმირება არსებული მდგომარეობის, მუნიციპალური სასადილოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;
ვ) „მუნიციპალური სასადილო“-ს სფეროს ფუნქციონირებისა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვება, შესწავლა, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება ქალაქის მერისათვის ინფორმაციების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და პროექტების სახით;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე წესდებით და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად სხვა ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4. „მუნიციპალური სასადილო“-ს უფლებები და ვალდებულებები:
1. „მუნიციპალური სასადილო“-ს დაკისრებული ვალდებულებებისა და ამოცანების განსახორციელებლად უფლება აქვს:
ა) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებები, აგრეთვე, განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან; მათ შორის დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნების იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირებთან;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეწარმეო საქმიანობა; ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს მხოლოდ დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას;
გ) დაამყაროს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები ქ. ბათუმის მერის მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად;
დ) შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირების თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს ქ. ბათუმის მერის მიერ დამტკიცებული სარგოს ოდენობის შესაბამისად;
ე) განსაზღვროს დაწესებულების ხარჯთაღრიცხვა ქ. ბათუმის მერთან შეთანხმებით;
ვ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი, სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმის შესახებ შეიმუშაოს წინადადებები მის კომპენტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის;
ზ) თავის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
თ) დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადება და შესაბამისი კომპენტენციის მქონე ინსტანციაში წარდგენა;
ი) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე;
კ) თავისი მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
2. „მუნიციპალური სასადილო“ ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის სახელშეკრულებო) ურთიერთობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
დ) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
ე) მოცემული წესდებით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში შეასრულოს ქ. ბათუმის მერის და ქ. ბათუმის საკრებულოს სამართლებრივი აქტები;
ვ) მიიღოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს და პასუხი გასცეს კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ წესდებით განსაზღვრული მოთხოვნები.
თავი III. „მუნიციპალური სასადილო“-ს მართვა და კომპეტენცია
მუხლი 5. „მუნიციპალური სასადილო“-ს მართვა:
1. „მუნიციპალური სასადილო“-ს მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდების შესაბამისად.
2. „მუნიციპალური სასადილო“-ს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ერთპიროვნულად ეკისრება დაწესებულების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
3. „მუნიციპალური სასადილო“-ს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო.
4. „მუნიციპალური სასადილო“-ს დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
5. დირექტორის მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის (დროებითი შრომისუუნარობის გამო), ადგილზე არყოფნის, თანამდებობიდან გადადგომის ან/და განთავისუფლებისას ან სხვა საფუძვლის არსებობისას დირექტორისათვის შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების დროს, ხოლო დირექტორის მოადგილის არ ყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოავალეობის შესრულება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება დაეკისროს სხვა თანამშრომელს.
6. დირექტორის მოადგილის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
7. „მუნიციპალური სასადილო“-ს საქმიანობაზე კოორდინაციას ახორციელებს ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 6. „მუნიციპალური სასადილო“-ს დირექტორის უფლებამოსილება:
1. დირექტორი:
ა) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს დაწესებულების საქმიანობას, მოქმედებს დაწესებულების სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობაში;
ბ) იურიდიული პირის საქმიანობიდან გამომდინარე საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობს ერთპიროვნულად, გარდა იმ საკითხებისა, რომელიც საჭიროებს დამფუძნებელთან შეთანხმებას;
გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ წესდებისა და დაწესებულების საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;
დ) პერსონალურად პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობის სწორად წარმართვაზე, დაწესებულების ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
ე) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაწესებულების ყველა თანამშრომლისათვის, ხელს აწერს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;
ვ) უფლებამოსილია დასახული მიზნების მისაღწევად დაამყაროს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები ქ. ბათუმის მერის მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად;
ზ) უფლებამოსილია შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირების თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს ქ. ბათუმის მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესაბამისად;
თ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს (დებს ხელშეკრულებებს) და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების თანამშრომლებს;
ი) ანაწილებს ფუნქციებს დაწესებულების თანამშრომლებს შორის (რაზედაც გამოსცემს ბრძანებას), აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს დაწესებულების ზედამხედველობას თანამშრომლების საქმიანობაზე, მართავს თათბირებს, პერიოდულად ისმენს ანგარიშს თანამშრომელთა საქმიანობის შედეგების თაობაზე, დაწესებულების სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას დაწესებულების თანამშრომლებსა და სხვა პირებზე.
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია დაწესებულების თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები;
ლ) უფლებამოსილია დაწესებულების სახელით გახსნას და დახუროს საბანკო ანგარიშები, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
მ) ქ. ბათუმის მერთან ათანხმებს დაწესებულების ხარჯთაღრიცხვას;
ნ) ადგენს და ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს წარუდგენს დაწესებულების ბალანს;
ო) ამტკიცებს დაწესებულების თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს;
პ) ატარებს სათანადო ღონისძიებებს დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის, თანამშრომელთა და დამსვენებლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
ჟ) ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებს არანაკლებ წელიწადში ერთხელ წარუდგენს დაწესებულების ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
რ) ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების წინაშე;
ს) ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებს წარუდგენს დაწესებულების წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ პროექტს, წინადადებებს დაწესებულების საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ წესდებით და მათ შესაბამისად მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით, დირექტორი უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ჯგუფები, კომისიები და უხელმძღვანელოს მას.
თავი IV. სტრუქტურა
მუხლი 7. „მუნიციპალური სასადილო“-ს სტრუქტურა:
1. „მუნიციპალური სასადილო“-ს შემადგენლობაში სტრუქტურულად შედის ადმინისტრაცია, და სხვა სტრუქტურული ერთეულები. „მუნიციპალური სასადილო“-ს სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება ქ. ბათუმის მერის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგით. სტრუქტურული ერთეულების დებულებას და ფუუნქცია მოვალეობებს ამტკიცებს დირექტორი.
2. „მუნიციპალური სასადილო“-ს სტრუქტურაში შემავალი თანამშრომლების რაოდენობა (გარდა დირექტორისა და დირექტორის მოადგილისა) და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება ქ. ბათუმის მერის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგით.
თავი V. ქონება
მუხლი 8. „მუნიციპალური სასადილო“-ს ქონება:
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „მუნიციპალურ სასადილო“-ს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. „მუნიციპალური სასადილო“-ს ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე დაწესებულების ფუნქციონირების განმავლობაში მისი ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება.
3. „მუნიციპალური სასადილო“-ს ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას:
„მუნიციპალური სასადილო“-ს შეუძლია მხოლოდ დამფუძნებლის თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა;
ბ) გადაცემული ქონების გასხვისება;
გ) გადაცემული ქონების იჯარით გაცემა;
დ) სესხის აღება;
ე) თავდებობა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები „მუნიციპალური სასადილო“-ს ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
თავი VI. ფინანსები
მუხლი 10. „მუნიციპალური სასადილო“-ს ფინანსები:
1. „მუნიციპალური სასადილო“-ს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი შემოწირულობები, გრანტები;
გ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება „მუნიციპალური სასადილო“-ს მიერ სხვა იურიდიული, თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული მომსახურების შედეგად;
დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. „მუნიციპალური სასადილო“-ს ნებისმიერი შემოსავალი უნდა მოხმარდეს მხოლოდ დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. დაწესებულების სახსრების სხვაგვარად გამოყენება დაუშვებელია.
თავი VII. საქმიანობის კონტროლი
მუხლი 11. „მუნიციპალური სასადილო“-ს საქმიანობის კონტროლი:
1. „მუნიციპალური სასადილო“-ს საქმიანობის საერთო კონტროლს ახორციელებს ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოები.
2. „მუნიციპალური სასადილო“-ს საქმიანობის კონტროლი მოიცავს დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. „მუნიციპალური სასადილო“-ს საქმიანობის შესამოწმებლად, საჭიროების შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოები ნიშნავს აუდიტორს.
4. „მუნიციპალური სასადილო“-ს საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VIII. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 12. „მუნიციპალური სასადილო“-ს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია:
1. „მუნიციპალური სასადილო“-ს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის საკრებულო.
2. „მუნიციპალური სასადილო“-ს ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.