ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 13
თარიღი: 2014-01-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

  

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი– „ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილოს“ დაფუძნების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანო­ნის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჩ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნის პირველი კარის მეორე თავის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაფუძნდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილო“.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაა - „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილო“ (შემ­­გომ ტექსტში – მუნიციპალური სასადილო).

3. მუნიციპალური სასადილო არის წევრთა მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი იუ­რი­დიული პირი და მისი მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

4. მუნიციპალური სასადილოს უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგის­ტრაციის მომენტიდან და წყდება ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

5. მუნიციპალური სასადილო შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 

6. მუნიციპალური სასადილოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის  ქ. №25; მუნიციპალური სასადილოს ელექ­­­რონული ფოსტის მისამართია: municipalurisasadilo@gmail.com.

7. მუნიციპალური სასადილოს ამოცანა და მიზანია:

ა) სოციალურად დაუცველი ფენის ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველ­ყოფა;

ბ) პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთიანი ბაზის შექმნა;

გ) ენერგეტიკული ღირებულების ბალანსის დაცვით სეზონის მიხედვით შესაბა­მისი მენიუს შექმნის უზრუნველყოფა;

დ) სოციალურად დაუცველი ფენის ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველ­ყოფის მიზნით შესაბამისი წესების დადგენა და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა;

ე) საზოგადოების ინფორმირება არსებული მდგომარეობის, მუნიციპალური სასა­დი­ლოს საქ­მია­ნობის ძირითადი მიმართულებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;

) მუნიციპალური სასადილოს წესდებითა და კანონმდებლობით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

8. მუნიციპალური სასადილოს დამფუძნებელია თვითმმართველი ქალაქი ბათუმი.

9. მუნიციპალური სასადილოს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ერთპი­როვ­ნუ­ლად ახორციელ­ებს და მის საქმიანობას ხელმძღვანელობას უწევს მუნიცი­პალური სა­სა­დი­ლოს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამ­დებობაზე ნიშნავს და თა­ნამ­დე­ბობიდან ათავისუფლებს თვი­­მმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო.

10. დირექტორი იურიდიული პირის საქმიანობიდან გამომდინარე საკითხებზე გადაწყვე­ტილებას ღებულობს ერთპიროვნულად.

11. მუნიციპალური სასადილოს დირექტორად დაინიშნოს ბადრი გოგიძე (დაბა­დე­ბუ­ლი 19.01.1964 წ. ქობულეთი, მცხ: ქ. ბათუმი, გორგილაძის ქ.#101, ბ.#2, პირადი №61005000542).

12. მუნიციპალური სასადილოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება თვითმმართველი ქალ­ა­ქის - ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით.

13. მუნიციპალური სასადილოს საკუთრებას წარმოადგენს მისი საქმიანობის შედეგად შეძენილი ქონება, ასევე მისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება და ფულადი სახსრები.

14. მუნიციპალური სასადილოს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის სა­კუთრებაში არსებული ქონება მთლიანად ან მისი ნაწილი გაასხვისოს საქართველოს სამო­ქა­ლაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

15. მუნიციპალური სასადილოს დირექტორი უფლებამოსილია დასახული მიზ­ნის მისაღწევად დაამ­ყა­რ­ოს შრომით სამართლებრივი ურთიერთობები ქ. ბათუმის მერის მიერ განსაზღვრული საშ­ტა­ტო განრიგის შესაბა­მი­ს­ად.

16. მუნიციპალური სასადილოს დირექტორის და საზოგადოებასთან შრომით სამართლებრივ ურთ­ი­ე­რ­თ­ო­ბაში მყოფი პირების თანამდებობრივი სარგოს ოდენობას ამტკიცებს ქ. ბათუმის მერი.

17. მუნიციპალური სასადილოს ხარჯთაღრიცხვას ითანხ­მ­ებს ქ. ბათუმის მერი.

18. მუნიციპალური სასადილოს საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა წესრიგდება წესდებით, რომ­ე­ლ­საც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო.

19. მუნიციპალური სასადილოს საქმიანობაზე კოორდინაციას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

20. დაევალოს „მუნიციპალური სასადილოს“ დირექტორს უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის რეგისტრაციაში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

21. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 1 თებერვლიდან.

 

  

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები