ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 11
თარიღი: 2014-01-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

 

2014 წლის  პრიორიტეტული ღონისძიებების განხორციელების შესახებ

 

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის #23 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

 

1. მოწონებულ იქნას თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის მიერ წარმოდგენილი 2014 წლისათვის განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებების თანდართული ჩამონათვალი.

2. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის #23 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარდგენის მიზნით საპროექტო წინადადებების მომზადება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები