ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 53
თარიღი: 2012-11-19
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

53

2012 წლის 19 ნოემბერი

ქალაქი ბათუმი

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)

 დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის

30 ივნისის 9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  

 

 ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  :

 

მუხლი 1.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის -  ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის9 დადგენი­ლებით (გაზეთიბათუმური ქრონიკები“ №113, 12.07.2010, გვ: 2-10) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

ა) დებულების (რეგლამენტის) 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 83. საზოგადოებრივი დარბაზი

1. საზოგადოებრივი დარბაზი არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეო-ბისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით.

2. საზოგადოებრივი დარბაზი იქმნება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით ქალაქ ბათუმის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში. საზოგადოებრივი დარბაზი შედგება ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლებისა და ამ ერთეულში მოქმედი იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.

3. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების დღიდან. ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს და მოქმედ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვს მიმართოს მერიის ტერიტორიულ ორგანოს მისი საზოგადოებრივი დარბაზის წევრად რეგისტრაციის შესახებ. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს შეზღუდული.

4. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა ხელახალი რეგისტრაცია ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

5. საზოგადოებრივი დარბაზის პირველი სხდომა ტარდება დარბაზის წევრთა რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან 15 დღის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარის მოწვევით. საზოგადოებრივი დარბაზის პირველ სხდომას ხსნის და საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება დარბაზის უხუცესი წევრი.

6. საზოგადოებრივი დარბაზი, დარბაზის პირველ სხდომაზე საკუთარი შემადგენლობიდან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, 1 წლის ვადით ირჩევს დარბაზის თავმჯდომარეს. 

7. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომები მოიწვევა საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარის მიერ თვეში ერთხელ მაინც. საზოგადოებრივი დარბაზის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  და/ან საზოგადოებრივი დარბაზის რეგისტრირებულ არა ნაკლებ 3 წევრის ინიციატივით.

8. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას წარმართავს საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში – დარბაზის უხუცესი წევრი.

9. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია:

ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავის მოსაზრებები;

ბ) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს წინადადებები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ) თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ პრობლემატურ საკითხებზე მოაწყოს დისკუსიები და საზოგადოებრივი განხილვები;

დ) მოისმინოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების ანგარიშები;

ე) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;

10. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმის შედგენას და სხდომის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის ტერიტორიული ორგანო.“.

 

ბ) დებულებას (რეგლამენტს) დაემატოს შემდეგი შინაარსის 831-ე მუხლი:

„მუხლი 831.  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის საკრებულოს მუდმივმოქმედი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო.

2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იქმნება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

3. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შედგება საზოგადოებრივი დარბაზის თითო წარმომა-დგენლისა და ქალაქ ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და მასმედიის საშუალებების ორ-ორი წარმომადგენლებისაგან, რომელთა არჩევა და შეცვლა ხდება შესაბამისი ორგანიზაციების მიერ. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები აირჩევიან ერთი წლის ვადით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი.

4. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის კოორდინირებისა და ორგანიზების მიზნით, საბჭო თავის შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს სპიკერს, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს სხდომებს შორის პერიოდში საბჭოს წევრთა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას და წარმართვას.

5. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია:

ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები განხილულ პროექტებთან დაკავშირებით;

ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;

გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავის მოსაზრებები;

დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით;

ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს და/ან მერს წინადადებები  შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ვ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;

ზ) კოორდინაცია გაუწიოს ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილ საზოგადოებრივი დარბაზების საქმიანობას;

6. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) დაესწროს და ამ დებულების (რეგლამენტის) 82-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წინასწარი წერილობითი მიმართვის გარეშე მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში, დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება, ინფორმაცია ან მიმართვა;

ბ) შევიდეს და გადაადგილდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში, ამ ორგანოს საჯარო მოსამსახურეთათვის დაწესებული რეჟიმის (სპეციალურის გარდა) ფარგლებში;

გ) შეუფერხებლად შეხვდეს თვითმმართველობის თანამდებობის პირებს, გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

დ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს წერილობით წარუდგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები ნორმატიული აქტის პროექტის თაობაზე, რომლებიც უნდა დაერთოს ნორმატიული აქტის პროექტს;

ე) ისარგებლოს სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებით.

7. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობის ორგანიზაციის წესი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით.

8. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამუშაო შეხვედრების ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“.

 

მუხლი 2.

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №9 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს საკონსულტაციო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცეს ბრძანება „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოების: თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში საზოგადოებრივი დარბაზისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  შექმნის  შესახებ“.

 

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

 

 

  

 

        საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                                      გიორგი  კირთაძე

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები