2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №282 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის № 282 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 05 01) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:
ა) ქვეპროგრამა „სპორტული ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი 05 01 01).
ბ) ქვეპროგრამა „სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა“ (პროგრამული კოდი 05 01 02);
დ) ქვეპროგრამა „სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 05 01 04).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი