ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 31
თარიღი: 2011-06-21
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №31
2011 წლის 21 ივნისი
ქალაქი ბათუმი

„ქალაქ  ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“  თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბა¬მისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: 
1. „ქალაქ  ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №24, 14.02.2007წ. გვ:8, 9, 10, 15, 16) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის:
ა.ა) ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ზონაში:
ა.ა.ა) ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
ა.ა.ბ.) შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების, ან არსებული სარ-თულ(ებ)ის დემონტაჟისას დაშენებული ან/და დემონტირებული ერთი სართულის ფართობის (გარე პერიმეტრიდან) 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.გ) შენობა-ნაგებობის ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლისას დამატებული განაშენიანების ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.დ.) ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელე-მენტების გაბარიტების ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლების, ასევე, ფასადის მასალისა და ფერის შეცვლისას რეკონსტრუირებული საანგარიშო ზედაპირის ფართობის (სახურავის რეკონსტრუქციისას მისი ფუძის ფართობის) 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ე.) შენობის ინტერიერში ან/და ექსტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრისას ღიობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ვ.) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქციის დროს მზიდ კონსტრუქციასთან დაკავ-შირებული საანგარიშო ჰორიზონტალური სიბრტყის  1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით. თუკი რეკონსტრუქცია ეხება რამდენიმე სართულს, მოსაკრებელი გაიანგარიშება მხოლოდ ერთი სართულის საანგარიშო ჰორიზონტალური სიბრტყის მიხედვით;



ა.ა.ზ.) ქსელების რეკონსტრუქციის დროს რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის 1/5-ის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
ა.ა.თ.) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განაშე-ნიანების ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ი.)  ლანდშაფტური მშენებლობის დროს განაშენიანებული ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.კ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის  განაშენიანების ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1(ერთი) ლარის ოდენობით.
ა.ბ) ქალაქ ბათუმის შუალედურ ზონაში მშენებლობისას 1 კვ.მ.-ზე 0,9 (ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით (საანგარიშო ფართობი გამოითვლება ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით). 
ა.გ) ქალაქ ბათუმის პერიფერიულ ზონაში მშენებლობისას 1 კვ.მ.-ზე 0,8 (ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით (საანგარიშო ფართობი გამოითვლება ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით).
ა.დ.) ქალაქ ბათუმის საკურორტო ზონაში (ცენტრალური ზონის განსაკუთრებული ქვეზონა) სამრეწველო ობიექტის ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 კვ.მ.-ზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.
ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია მოიცავს რეკონსტრუქციის რამდენიმე სახეს ერთდროულად, მაშინ მშენებლობის მოსაკრებელის გადახდა  ხდება მხოლოდ ერთი სახის რეკონსტრუქციისას დადგენილი მშენებლობის მოსაკრებლის ოდენობით, მათგან რომელიც მეტია. 
2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.





საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                     გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები