2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სკოლამდელი განათლება“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №280 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სკოლამდელი განათლება“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №280 განკარგულებაში შეტანილი იქნეს ცვლილებები და და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამა „სკოლამდელი განათლება“ (პროგრამული კოდი 04 01) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:
ა) ქვეპროგრამა „საბავშვო ბაღების განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 04 01 01);
ბ) ქვეპროგრამა „საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 04 01 02).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი