2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №2
2014 წლის 31 იანვარი
ქალაქი ბათუმი
ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ეს დადგენილება განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში − „ნუსხა“).
2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოზე.
მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება
1. თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო ვალდებულია უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ (www.batumicc.ge) ელექტრონულ რესურსზე.
2. ამ დადგენილების მე-7 მუხლის 1- ლი პუნქტით გათვალისწინებულ და დანართში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ქ. ბათუმის საკრებულოს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
1. თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.
2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით.
2. თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოში ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია info@batumicc.ge მისამართზე შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნით.
მუხლი 6. საჯარო ინფორმაციის გვერდი
1. თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობა.
2. ამ დადგენილების დანართის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს საჯარო ინფორმაციის გვერდზე.
3. თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი საჯარო მოსამსახურეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილების დანართით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონულ ფორმატში აწვდიან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს ელექტრონულ რესურსზე.
მუხლი 7. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
1. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ.
2. თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო უზრუნველყოფს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე 2014 წლის 01 მარტამდე.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
დანართი
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა
1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ |
||
№ |
ინფორმაციის დასახელება |
განახლების ვადები |
1.1 |
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
1.2 |
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, საკრებულოს კომისიების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი) |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
1.3 |
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
1.4 |
ქ. ბათუმის საკრებულოს მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკრებულოს სამდივნოს ტელეფონის ნომერი |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
2. საჯარო ინფორმაციის გვერდი |
||
2.1 |
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ტელეფონის ნომერი |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
2.2 |
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
2.3 |
საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
3. ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ |
||
3.1 |
გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა) |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
3.2 |
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს საკრებულოში კონკურსის ჩატარების წესებს |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
3.3 |
დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
4. ინფორმაცია განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ |
||
4.1 |
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა |
ქვეყნდება კვარტალურად |
4.2 |
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით |
ქვეყნდება კვარტალურად |
5. ინფორმაცია ქ. ბათუმის საკრებულოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ |
||
5.1 |
დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტების ასიგნება |
ქვეყნდება კვარტალურად |
5.2 |
ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) |
ქვეყნდება კვარტალურად |
5.3 |
ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) |
ქვეყნდება კვარტალურად |
5.4 |
ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.5 |
ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.6 |
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.7 |
ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.8 |
ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
6. სამართლებრივი აქტები |
||
6.1 |
საკრებულოს ნორმატიული აქტები (დადგენილებები) |
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღის განმავლობაში |
6.2 |
საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები (განკარგულებები) |
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღის განმავლობაში |
6.3 |
საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები |
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღის განმავლობაში |
შენიშვნა 1. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შენიშვნა 2. თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.