2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სოციალური უზრუნველყოფა“ დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა „სოციალური უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:
ა) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი ფენის უფასო კვებით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02 01);
გ) ქვეპროგრამა „ვეტერანებისა, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02 04);
დ) ქვეპროგრამა „უპოვართა და მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა მოვლა-პატრონობა“ (პროგრამული კოდი 06 02 05);
ე) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების სოციალური დახმარება“ (პროგრამული კოდი 06 02 06);
თ) ქვეპროგრამა „პროფესიული სწავლება“ (პროგრამული კოდი 06 02 09);
ი) ქვეპროგრამა „საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობაზე შეღავათებით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02 10);
კ) ქვეპროგრამა „გაზიფიკაციის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02 11);
2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს ცალკეული პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტში თანხების გადანაწილება პროგრამის/ქვეპროგრამის წლიური ბიუჯეტით დამტკი-ცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში.
3. განკარგულება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი