ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 283
თარიღი: 2013-12-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ჯანმრთელობის დაცვა“ 

დამტკიცების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

1. დამტკიცდეს 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა „ჯანმრთელობის დაცვა“  (პროგრამული კოდი 06 01) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:

ა) ქვეპროგრამა „ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 01 01);

ბ) ქვეპროგრამა „ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა, პრევენცია და ოპერაციული მკურნალობა“ (პროგრამული კოდი 06 01 02);

გ) ქვეპროგრამა „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნი-ლობის ამბულატორიული მკურნალობა და ახალშობილთა სქრინინგი“ (პროგრამული კოდი 06 01 03);

დ) ქვეპროგრამა „ფსიქიური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბი-ლიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04);

ე) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება“ (პროგრამული კოდი 06 01 06);

ვ) ქვეპროგრამა „ქ. ბათუმში მცხოვრები ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 01 07);

ზ) ქვეპროგრამა „ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებების კომპენსაციით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 01 08);

თ) ქვეპროგრამა „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მხარდაჭერა“ (პროგრა-მული კოდი 06 01 09);

ი) ქვეპროგრამა „მწვავე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 01 11);

კ) ქვეპროგრამა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 12);

 ლ) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა C ჰეპატიტის დიაგნოსტი-რება და სქრინინგი“ (პროგრამული კოდი 06 01 13);

მ) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველ მოხუცებულთა დახმარება და შინმოვლა“ (პროგრამული კოდი 06 01 14);

2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  39-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს თვითმმართველი  ქალაქის  - ბათუმის  საკრებულოს თავმჯდომარის  თანხმობით მოახდინოს ცალკეული პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტში თანხების გადანაწილება პროგრამის/ქვეპროგრამის წლიური ბიუჯეტით დამტკი-ცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში.

3. განკარგულება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 

   

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები