ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 282
თარიღი: 2013-12-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

 

2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“  დამტკიცების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

1. დამტკიცდეს 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 05 01) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:

ა) ქვეპროგრამა „სპორტული ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი 05 01 01);

ბ) ქვეპროგრამა „სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა“ (პროგრამული კოდი  05 01 02);

გ) ქვეპროგრამა „სპორტის ზამთრის სახეობის განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრა-მული კოდი 05 01 03);

დ) ქვეპროგრამა „სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 05 01 04);

2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   39-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს თვითმმართველი  ქალაქის  - ბათუმის  საკრებულოს თავმჯდომარის  თანხმობით მოახდინოს ცალკეული პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტში თანხების გადანაწილება პროგრამის/ქვეპროგრამის წლიური ბიუჯეტით დამტკი-ცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში.

3. განკარგულება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები