2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სკოლამდელი განათლება“ დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა „სკოლამდელი განათლება“ (პროგრამული კოდი 04 01) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:
ა) ქვეპროგრამა „საბავშვო ბაღების განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 04 01 01);
ბ) ქვეპროგრამა „საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 04 01 02);
2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს ცალკეული პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტში თანხების გადანაწილება პროგრამის/ქვეპროგრამის წლიური ბიუჯეტით დამტკი-ცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში.
3. განკარგულება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი