ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 277
თარიღი: 2013-12-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

  

2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სასესხო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“  დამტკიცების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

1. დამტკიცდეს 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა სასესხო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“  (პროგრამული კოდი 01 03) თანდართული ქვეპროგრამებით. მათ შორის:

ა) ქვეპროგრამა „მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების მომსახურება“(პროგრამული კოდი 01 03 01);

ბ) ქვეპროგრამა „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მიღებული სესხების მომსახურება“ (პროგრამული კოდი 01 03 02);

გ) ქვეპროგრამა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის მომსახურება“ (პროგრამული კოდი 01 03 03);

2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  39-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს თვითმმართველი  ქალაქის  - ბათუმის  საკრებულოს თავმჯდომარის  თანხმობით მოახდინოს ცალკეული პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტში თანხების გადანაწილება პროგრამის/ქვეპროგრამის წლიური ბიუჯეტით დამტკი-ცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში.

3. განკარგულება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 

 

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები