2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
სულიკო შვენთიძისათვის უფლებამოსილების
მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსს სულიკო შვენთიძეს (პ#61005000222) მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ შპს „რომპეტროლ საქართველოსთან“ ურთიერთობაში წარმოადგინოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ინტერესები, წარადგინოს საწვავის შესყიდვის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულება, ჩაიბაროს (მიიღოს) საწვავის პლასტიკური ბარათი ან/და ტალონები, ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი