2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №33
2011 წლის 21 ივნისი
ქალაქი ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კომპეტენციას მიკუთვენებულ სფეროებში გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 2401 მუხლის, 242-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. დამტკიცდეს:
ა) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შევსებისა და ჩაბარების წესი, თანახმად დანართი 1-სა;
ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, თანახმად დანართი 2-სა;
გ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, თანახმად დანართი 3-სა;
დ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ გამოსაყენებელი: დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა, თანახმად დანართი 4-სა;
ე) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ გამოსაყენებელი: დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, თანახმად დანართი 5-სა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრა¬ციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა-თვის საჭირო ზოგიერთი დოკუმენტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №17-2 დადგენილება;
ბ) შპს „ბათუმის წყალის“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრა¬ციული სამართალდარ¬ღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო ზოგიერთი დოკუმენტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №17-4 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე
„დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა“
თვითმმართველ ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის
№33 დადგენილებით
დანართი №1
თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის კომპეტენციას მიკუთვენებულ
სფეროებში გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შევსებისა და ჩაბარების წესი
მუხლი 1.
ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის (შემდგომში _ უფლებამოსილი პირის) მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შევსებისა და ჩაბარების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და საჯარიმო ქვითარს ავსებს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი პირი.
მუხლი 3.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ¬დარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც უფლებამოსილი პირი ადგილზე არ განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და მისი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საქმეს აგზავნის მასზე უფლებამოსილ ორგანოში (თანამდებობის პირთან).
2. საჯარიმო ქვითარი (რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი _ შემდგომში საჯარიმო ქვითარი (ოქმი)) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ¬დარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს (კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში სხვა პირს) ადგილზე შეუფარდებს სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და დამრღვევი ჯარიმის თანხას საჯარიმო ქვითრის საფუძველზე იხდის შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ყუა.
მუხლი 4.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი გადაეგზავნება საქმის განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს), მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელ დაწესებულებაში, რომელმაც განახორციე¬ლა მათი შევსება, ხოლო მესამე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, რაც დასტურდება დამრღვევის მიერ ოქმზე ხელის მოწერით. დამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
2. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) გარდა კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს.
3. დამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება საქმის განმხილველი ორგანოს დადგენილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილს ავსებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და საჯარიმო ქვითარში (ოქმში) უფლებამოსილი პირის მიერ უნდა მიეთითოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ-დარღვევათა კოდექსის 240–ე მუხლის პირველი ნაწილითა და საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მონაცემები.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი (ოქმი) როგორც წესი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. დაზიანების ან/და არასწორი მონაცემების შევსების შემთხვევაში ივსება ახალი დოკუმენტი, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული დოკუმენტი ჩამოიწერება დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები (ან მათი ნაწილი), საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აისახება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მიერ ფურცელზე დატანილი ინფორმაციის ჩაკვრით, ხოლო ტერმინალის გაუმართაობისას, იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია სპეციალური ელექტრონული მოწყობილობიდან ფურცლის ამობეჭდვა, უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე დასატან ინფორმაციას შეავსებს ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამზადება შეიძლება განხორციელდეს ისეთ პოლიგრაფიულ სისტემაში, რომ მისი ერთი ეგზემპლარის შევსებით გადასატანი ფურცლის საფუძველზე ავტომატურად ხდებოდეს დანარჩენ ეგზემპლარებზე შესაბამისი ინფორმაციის იდენტურად ასახვა.
6. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და საჯარიმო ქვითარში (ოქმში) გადახაზვა, გადაფხეკა და ა. შ.. არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი (ოქმი). დაზიანებული ან არასწორად შევსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება დადგენილი წესით.
7. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) II ნაწილი - საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად.
მუხლი 6.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს) აღნიშნულის თაობაზე.
მუხლი 7.
1. პირს, ვისზეც არის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან საჯარიმო ქვითარი (ოქმი) მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ორგანოში (თანამდებობის პირთან), ხოლო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთო სასამართლოში განსჯადობის შესაბამისად.
2. უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადააგზავნოს საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოში (თანამდებობის პირთან).
„დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა“
თვითმმართველ ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის
№33 დადგენილებით
დანართი №2
თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის კომპეტენციას მიკუთვენებულ
სფეროებში გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და
აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის (შემდგომში _ უფლებამოსილი პირის) მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.
მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამზადება და დამცავი ნიშნები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი (ოქმი) მზადდება უფლებამოსილი პირის შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებითა და საჯარიმო ქვითრებით (ოქმებით) მომარაგებას უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბოლო გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება მისი დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის დადგენილი წესით რეგისტრაციის ნომერი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის ზედა ცენტრალურ ნაწილში პოლიგრაფიული წესით დაიტანება სერია და უწყვეტი თანმიმდევრობის ინდივიდუალური (უნიკალური, განუმეორებელი) 6 ციფრიანი ნომერი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე აღინიშნება სერია ,,აო“, რომელიც შემოკლებით აღნიშნავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) აღინიშნება სერია ,,სჯ“ რომელიც შემოკლებით აღნიშნავს საჯარიმო ქვითარს (ოქმს).
4. დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გაყალბებისაგან დამცავი ნიშნების რაოდენობა და სახეობა განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება 3 ეგზემპლარად, ხოლო საჯარიმო ქვითარის (ოქმის) ძირითადი ნაწილი მზადდება 2 ეგზემპლარად და კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული შემთხვევებისათვის საჯარიმო ქვითარის (ოქმის) უფრო მცირედი ნაწილი მზადდება 3 ეგზემპლარად. ორ და სამ ეგზემპლარიანი საჯარიმო ქვითარის (ოქმის) კონკრეტული რაოდენობა განისაზღვრება უფლებამოსილი პირის მიერ.
მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმების შენახვა
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანე¬ბისაგან.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყე¬ნებასა და აღრიცხვა ანგარიშგებაზე უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღრულ პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების (ოქმების) გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ჟურნალში, რომლის ფორმაც დამტკიცებულია N3 დანართში.
2. ჟურნალში ყველა ჩანაწერი სრულდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. დაზიანების ან/და არასწორი მონაცემების შევსების შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ამასთან ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ჟურნალის ,,შენიშვნის“ გრაფაში.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითარის (ოქმის) შესაბამისი ეგზემპლარი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში (დანართიN3).
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინის¬ტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერა
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი (ოქმი) გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად, რომლის ფორმაც დამტკიცებულია N4 დანართით.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოწერის აქტის საფუძველზე აღირიცხება ჟურნალში, რომლის ფორმა დამტკიცებულია N5 დანართით, ხოლო ჟურნალის წარმოებისა და შევსების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.
4. გამოსაყენებლად უვარისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.