ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 275
თარიღი: 2013-12-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ქალაქის კეთილმოწყობა“

  დამტკიცების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

1. დამტკიცდეს 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა „ქალაქის კეთილმოწყობა“  (პროგრამული კოდი 03 03) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:

ა) ქვეპროგრამა „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ტექნიკუ-რი ზედამხედველობა“ (პროგრამული კოდი 03 03 01);

ბ) ქვეპროგრამა „ქალაქის დაგეგმარება“ (პროგრამული კოდი 03 03 02);

გ) ვეპროგრამა „საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა“ (პროგრა-მული კოდი 03 03 03);

დ) ქვეპროგრამა „ქალაქის გაფორმება“ (პროგრამული კოდი 03 03 05);

ე) ქვეპროგრამა „ქალაქის გამწვანების ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი 03 03 07);

ვ) ქვეპროგრამა „ბათუმის განვითარების ფონდი“ (პროგრამული კოდი 03 02 08);

ზ) ქვეპროგრამა „სასაფლაოების მოვლა-პატრონობა“ (პროგრამული კოდი 03 02 09);

თ) ქვეპროგრამა „ტურისტული ობიექტების მართვა“ (პროგრამული კოდი 03 02 10).

2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  39-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს თვითმმართველი  ქალაქის  - ბათუმის  საკრებულოს თავმჯდომარის  თანხმობით მოახდინოს ცალკეული პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტში თანხების გადანაწილება პროგრამის/ქვეპროგრამის წლიური ბიუჯეტით დამტკი-ცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში.

3. განკარგულება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები