ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 274
თარიღი: 2013-12-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება“  დამტკიცების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

1. დამტკიცდეს 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა „კომუნალური ინფრასტრუქ-ტურის განვითარება“  (პროგრამული კოდი 03 02) თანდართული ქვეპროგრამებით. მათ შორის:

ა) ქვეპროგრამა „სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 01);

ბ) ქვეპროგრამა „კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი  03 02 03);

გ) ქვეპროგრამა „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება“ (პროგრამული კოდი 03 02 04);

დ) ქვეპროგრამა „ქალაქის დასუფთავება“ (პროგრამული კოდი 03 02 05);

ე) ქვეპროგრამა „სანიტარული დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი 03 02 06);

ვ) ქვეპროგრამა „გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 07);

ზ) ქვეპროგრამა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 03 02 08);

თ) ქვეპროგრამა „იაფი სახლი - სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ (პროგრამული კოდი 03 02 09);

2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს თვითმმართველი  ქალაქის  - ბათუმის  საკრებულოს თავმჯდომარის  თანხმობით მოახდინოს ცალკეული პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტში თანხების გადანაწილება პროგრამის/ქვეპროგრამის წლიური ბიუჯეტით დამტკი-ცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში.

3. განკარგულება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები