ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 272
თარიღი: 2013-12-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

  

ქ. ბათუმში, ბონი-გოროდოკის უბანში, სვიშევსკის ქუჩიდან ი. ნონეშვილის ქუჩამდე საავტომობილო გზის ქუჩად გარდაქმნისა და შინდისის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

 

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

 1. ქ. ბათუმში, ბონი–გოროდოკის უბანში, სვიშევსკის ქუჩიდან ი. ნონეშვილის ქუჩამდე საავტომობილო გზა გარდაიქმნას ქუჩად და ეწოდოს შინდისის ქუჩის სახელი.

  2. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

  3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები