ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 34
თარიღი: 2011-06-21
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო


დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №34


2011 წლის 21 ივნისი

ქალაქი ბათუმი

 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და ტაქსების პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგუ¬ლირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

1. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით: 

ა)  7 დღე  - 4 ლარი;

ბ)  30 დღე  - 10 ლარი;

გ)  182 დღე - 20 ლარი;

დ) 365 დღე - 40 ლარი.

2. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ტაქსების პარკირების ადგილებით (პარკირების სპეციალური ადგილები) სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:

ა) 30 დღე - 20 ლარი.

3. პარკირების ადგილებით სარგებლო¬ბისათვის დადგენილი საფასური გადახდილად ითვლება:

ა) 7 დღის შემთხვევაში - მომდევნო 7 დღის განმავლობაში, გადახდის დღის ჩათვლით, რომელშიც მოხდა საფასურის გადახდა;

ბ) 30 დღის შემთხვევაში - მომდევნო 30 დღის განმავლობაში, გადახდის დღის ჩათვლით, რომელშიც მოხდა საფასურის გადახდა;

გ) 182 დღის შემთხვევაში -  მომდევნო 182 დღის განმავლობაში, გადახდის დღის ჩათვლით, რომელშიც მოხდა საფასურის გადახდა;

დ) 365 დღის შემთხვევაში - მომდევნო 365 დღის განმავლობაში, გადახდის დღის ჩათვლით, რომელშიც მოხდა საფასურის გადახდა; 

 

 

ე) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვის შემდეგ. 

4. პარკირების საფასურის გადახდა განხორციელდეს ოპერატორის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში ან/და ელექტრონული გადახდის საშუალებებით.

5. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი პარკირების საფასურის ამოღებას ახორციელებს შპს „ბათუმის პარკინგი“. პარკირების საფასური ირიცხება შპს „ბათუმის პარკინგის“ ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.

6. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამოქმედდეს 2011 წლის პირველი ივლისიდან. 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                     გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები