2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ნ. ზაქარეიშვილის ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“
დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ (445393510) დირექტორად დაინიშნოს ნატალია ზაქარეიშვილი (პ/№ 61001021630, პირადობის მოწმობის №ბ 0843640 დაბადებული 27.04.1971 წ. დაბადების ადგილი: ბათუმი, პირადობის მოწმობა გაცემულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ, გაცემის თარიღი:22.02.2006, მოქმედების ვადა: 22.02.2016).
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ (445393510) დირექტორის დანიშვნის გამო, დირექტორის მოვალეობის დროებით შესრულების მოვალეობისაგან განთავისუფლდეს დირექტორის მოადგილე – ნინო კერვალიშვილი (პ№61002005680).
3. დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დირექტორს უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ა(ა)იპ „საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ელექტრონული ფოსტის მისამართია bagebisgaertianeba@gmail.com.
6. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი