2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #297 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #297 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:
ა) პროგრამა „გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა“, პროგრამული კოდი 03 01 01(დანართი 1);
ბ) პროგრამა „სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“, პროგრამული კოდი 03 02 01 (დანართი 3);
გ) პროგრამა „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილი-ტაციის პროექტის თანადაფინანსება“, პროგრამული კოდი 03 02 04 (დანართი 4);
დ) პროგრამა „გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“, პროგრამული კოდი 03 02 07 (დანართი 7);
ე) პროგრამა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა“, პროგრა-მული კოდი 03 02 08 (დანართი 8);
ზ) პროგრამა „ქალაქის გამწვანების ღონისძიებები“ პროგრამული კოდი 03 03 07 (დანართი 13);
თ) პროგრამა „სასაფლაოების მოვლა-პატრონობა“ პროგრამული კოდი 03 03 09 (დანართი 15);
ი) პროგრამა „საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია“ პროგრამული კოდი 04 01 02 (დანართი 16);
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი