2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
საპატიო ბათუმელის წოდების მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის N26 დადგენილების შესაბამისად, „დინამო ბათუმის“ 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს – გარი ქიქავას (ფეხბურთელი)
ბ) საქართველოს მოქალაქეს – ვაჟა ჯოხაძეს (ფეხბურთელი)
გ) საქართველოს მოქალაქეს – თეიმურაზ კვახაძეს (ფეხბურთელი)
დ) საქართველოს მოქალაქეს – ლევან ვერულიძეს (ფეხბურთელი)
ე) საქართველოს მოქალაქეს – შაქრო ემირიძეს (ფეხბურთელი)
ვ) საქართველოს მოქალაქეს – შუქრი მურვანიძეს (ფეხბურთელი)
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი