2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №44
2013 წლის 20 დეკემბერი
ქალაქი ბათუმი
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში (სსმ, 18.07.2011 წ.) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის ნებადართულ სიჩქარედ განისაზღვროს:
1. არა უმეტეს 60 კმ/სთ-ი ქ. ბათუმში მდებარე შემდეგ ქუჩებზე (საავტომობილო გზებზე): თამარ მეფის გამზირი, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა; შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა: ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩა; საავტომობილო გზა (უსახელო ქუჩა) ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩის (ახალი ბულვარის) გაგრძელებიდან აეროპორტის გზატკეცილთან შეერთებამდე; აეროპორტის გზატკეცილი ანგისის წრიულიდან (ბათუმი – სარფი – ახალციხის გამანაწილებელი გზის მონაკვეთიდან) მდინარე ჭოროხის ხიდამდე; აფსაროსის ქუჩა; ანდრია პირველ-წოდებულის ქუჩა; პეტრე ბაგრატიონის ქუჩა; მეგობრობის გამზირი.
2. არა უმეტეს 40 კმ/სთ-ი ქ. ბათუმში მდებარე საავტომობილო გზებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საავტომობილო გზებისა (ქუჩებისა).“.
მუხლი 2. ა(ა)იპ – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტომ უზრუნველყოს დადგენილების შესრულების მიზნით შესაბამისი ორგანიზაციულ – სამართლებრივი ღონისძიების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 3. დადგენილების შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.
მუხლი 4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი