2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქ. ბათუმი
„ 17 “ იანვარი, 2012 წელი
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №12
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №328 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №328 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული დანართი 12 - პროგრამა „სოციალური სახლის მშენებლობა“, თანხაზე - 6 000 000 ლარი.
2. განკარგულება ძალაშია „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 17 იანვრის №1 დადგენილების ამოქმედების დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე