2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტაციონალური ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის №3 რეგიონალური ბაზის ლოგისტიკური უზრუნველყოფის ბათუმის სამსახურისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტაციონალური ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრა-სტრუქტურის №3 რეგიონალური ბაზის ლოგისტიკური უზრუნველყოფის ბათუმის სამსახური 2013 წლის 02 დეკემბრის №534 (№04-03/31659) მომართვით ითხოვს სამხედრო ქალაქი №28 „ადლია”-ში ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთ-რებაში არსებული მეორადი ქვაფენილის საკუთრებაში გადაცემას.
ზემოაღნიშნლიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტაციონალური ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის №3 რეგიონალური ბაზის ლოგისტიკური უზრუნველყოფის ბათუმის სამსახურს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა ფოთლის ფორმის 1180,00 კვ.მ, ღირებულებით 16520,00 (თექვსმეტი ათას ხუთასოცი) ლარი და მოდ. 3 ფორმის 320 კვ.მ, ღირებულებით 3200,00 (სამი ათას ორასი) ლარი.
2. წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საქართ-ველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველ-ყოფის სარდლობის სტაციონალური ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის №3 რეგიონალური ბაზის ლოგისტიკური უზრუნველყოფის ბათუმის სამსახურისათვის გადაცემის მიზნით, შესაბამის ხელშეკრულებაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის სასაწყობო ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსს მინდია ხაბაძეს (პირადი ნომერი 61001000942).
3. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთ „აჭარა“-ში გამოქვეყნება და წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ - სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.#30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი