2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №37
2013 წლის 11 ნოემბერი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში (სსმ V, #65, 17.12.2010, მუხ.1952) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ლ1) კერძო და იურიდიული პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამისი რეგულაციით დადგენილი ნორმების დაცვით რეკლამების (გარე რეკლამის გარდა), აბრებისა და კონდიციონერების განთავსების შეთანხმება ქ. ბათუმის ტერიტორიაზე;“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი