ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 34
თარიღი: 2013-11-11
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

                

 

 

 

                                                                                        

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

№34

2013 წლის 11 ნოემბერი

ქალაქი ბათუმი

 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების  შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს  2011 წლის 2 აგვისტო №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

  

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  :

 

მუხლი 1.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს №43 დადგენი­ლებაში (სსმ, 10.08.2011.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

 ა) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს „ 41 “ მუხლი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მისი უფლებამოსილებები

  1.  ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (შემდ­გომში - უფროსის მოადგილე), რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებო­ბიდან ათავისუფლებს მერი.

2. უფროსის მოადგილე:

) ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფ­ლებისას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას;

) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

) ესწრება მერის თათბირებს;

) ესწრება საკრებულოს სხდომებს, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მონაწილეობ­დეს საკრებულოს კომისიების (მუშა ჯგუფების) მუშაობაში;

ე) ადმინისტრაციის უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს ქ. ბათუ­­მის მერიის, თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

ვ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით კოორდინაციას და კონტროლს უწევს ადმინის­­­­ტრაციის სტრუქტრული ერთეულების საქმიანობას;

) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას, მოსამ­სახურე­ები­სათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტ­როლს;

თ) ადმინისტრაციის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ამზადებს წინა­და­დებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს.

) ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს მის კოორდინაციას დაქვემდებარებული ადმინისტრაციის სტრუქ­ტურული ერთეულების მიერ  შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

 კ) ადმინისტრაციის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულებს მერის, მერიის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;

) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

მ)  პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.

 

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „ა1) ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.“.

 

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყ­ნე­ბისთანავე.

 

 

 

  

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები