ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 36
თარიღი: 2011-07-15
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №36
2011 წლის 15 ივლისი
ქალაქი ბათუმი


საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ


თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის, როგორც საკურორტო და ტურისტული ქალაქის ტერიტორიის გაფართოებისა და განვითარების კვალდაკვალ სულ უფრო იზრდება ამ ქალაქში ხალხისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა ქვეითად მოსიარულეთა და ტრანსპორტის უსაფრთხო გადა-ადგილების მიზნით საჭიროა გატარდეს დამატებითი სპეციალური ღონისძიებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს  :
მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე  არსებულ  ადგილობ-რივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის ნებადართულ სიჩქარედ განისაზღვროს არა უმეტეს 40 კმ/სთ-ი.
მუხლი 2. ეთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო  პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს (ჯ. ბაკურიძე) დადგენილების შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. ქალაქ ბათუმის მერიამ თავისი კომპეტენციიის ფარგლებში უზრუნველყოს დადგენილების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონის¬ძიე¬ბების განხორციელება.
მუხლი 4. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. 




საკრებულოს თავმჯდომარე                                                გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები