2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №41
2013 წლის 20 ნოემბერი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემბრის №33 დადგენილებაში (სსმ, 15.11.2013 წ.) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
ა) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი მე-2 და მე-3 კატეგორია, წამყვანი სპეციალისტი და უფროსი სპეციალისტი:“
ბ) მე-2 მუხლის 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 241 პუნქტი:
„241. ქ. ბათუმის მერის თანაშემწე:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის დებულება;
გ) ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის და სამსახურების დებულებები; თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულება;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“
გ) მე-2 მუხლის 34-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (თვითმმართველი ერთეულის ქონების ნაწილში);“
დ) მე-2 მუხლის 37-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (თვითმმართველი ერთეულის ქონების ნაწილში);“
ე) მე-2 მუხლის 38-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (თვითმმართველი ერთეულის ქონების ნაწილში);“
ვ) მე-2 მუხლის 64-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უმაღლესი განათლება (სპეციალობა - არქიტექტორი);“
ზ) მე-2 მუხლის 65-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უმაღლესი განათლება (სპეციალობა - მხატვარი);“
თ) მე-2 მუხლის 67-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„67. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ((II კატეგორია) (კონსულტანტი)):
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ “ საქართველოს კანონი;
გ) ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანება;
ე) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
ვ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილება;
ზ) „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულება;
თ) ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულება.
ი) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“
ი) მე-2 მუხლის 68-ე პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„68. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ (III კატეგორია)“
კ) მე-2 მუხლის 68-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (სპეციალობა - მხატვარი, არქიტექტორი ან დიზაინერი);“
ლ) მე-2 მუხლის 69-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უმაღლესი განათლება (სპეციალობა - არქიტექტორი);“
მ) მე-2 მუხლის 71-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უმაღლესი განათლება (სპეციალობა - არქიტექტორი ან ურბანისტი);“
ნ) მე-2 მუხლის 73-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 731 და 732 პუნქტები:
731. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის თანაშემწე:
ა) უმაღლესი განათლება (სპეციალობა - არქიტექტორი);
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანება;
ვ) „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
ზ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ ტვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილება;
თ) ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულება;
ი) ძირითადი, სპეციალური და საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Microsoft office, Archicad, Autocad, Photoshop).“
732. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის თანაშემწე:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების მართვისა და კომპიუტერული პროგრამების კვალიფიკაცია;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (საკადასტრო და კარტოგრაფიული რუკების შედგენის გამოცდილებით);
დ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ ტვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილება;
ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანება;
ვ) „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
ზ) „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულება;
თ) ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულება;
ი) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Ms office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
კ) სპეციალური კომპიუტერული პროგრამა (ArcGis, ArcCatalog, ArcGlob, ArcMaP).“
ო) მე-2 მუხლის 91-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;“
პ) მე-2 მუხლის 93-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;“
ჟ) მე-2 მუხლის 97-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
რ) მე-2 მუხლის 97-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 971 ქვეპუნქტი:
„971. ქ. ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი:
„ა) უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
ბ) ქ. ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის დებულება;
გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის #414 ბრძანებულება;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. “
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი