2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის ზოლში მოხვედრილი, ქ. ბათუმში, შავშეთის ქ. №29-ში მდებარე ფართებში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასაცემი ბინების განაწილების სიის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის #44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის ზოლში მოხვედრილი, ქ. ბათუმში, შავშეთის ქ. №29-ში მდებარე ფართებში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასაცემი ბინების განაწილების სიის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის #44 განკარგულებაში და განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ზია ზოიძეს (პ/№61003004495) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ბაგრატიონის (ყოფ. ს. ხიმშიაშვილისა და ბაგრატიონის კვეთა) ქ. №111-ში მდებარე №21 საცხოვრებელი ბინა (I-ლი სადარბაზო, მე-8 სართული, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.05.002.01.021) საერთო ფართით 98.10 კვმ;“.
2. დაევალოს ქ. ბათუმის მერიას (ჯ. ანანიძე) ზია ზოიძეზე (პ/№61003004495) საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №16ა საცხოვრებელი ბინის ((მე-8 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.016ა) საერთო ფართი 35,20 კვ.მ) თვითმმართველ ქ. ბათუმზე დაბრუნების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. #30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი