2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
მუნიციპალური პროგრამის „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №296 განკარგულებით დამტკიცებული „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ პროგრამის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №296 განკარგულებით დამტკიცებული „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ პროგრამის შესაბამისად საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცეს შემდეგ მრავალშვილიან ოჯახს:
1. თეიმურაზ ქარცივაძეს (პირადი ნომერი 61002010187), მაია მუკუტაძეს (პირადი ნომერი 61004006015), მიხეილ ქარცივაძეს (პირადი ნომერი 61004068161), თეონა ქარცივაძეს (პირადი ნომერი 61004066600), ჯემალ ქარცივაძეს (პირადი ნომერი 61504074822), ანანო ქარცივაძეს (პირადი ნომერი 61404074819), ქეთევან ქარცივაძეს (პირადი ნომერი 61950002683), იბრაჰიმ ქარცივაძეს (პირადი ნომერი 61450010087) და მარიამ ქარცივაძეს (პირადი ნომერი 61450018689) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცეთ ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის „ბათუსი“-ს მოპირდაპირედ მდებარე საცხოვრებელ კოპლექსში არსებული №10 საცხოვრებელი ბინა (ბლოკი „ა“; სართული სართული 2; მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.011.02.669) საერთო ფართით 117,00 კვმ და გაიცეს მათზე საკუთრების უფლების მოწმობა.
1.1. დაევალოს ქ. ბათუმის მერიას (ჯ. ანანიძე) უზრუნველყოს ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის „ბათუსი“-ს მოპირდაპირედ მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში არსებული №10 საცხოვრებელი ბინა (ბლოკი „ა“; სართული სართული 2; მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.011.02.669) საერთო ფართით 117,00 კვმ სარემონტო სამუშაოების ფულადი ანაზღაურების - 29 250 (ოცდაცხრა ათას ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
2. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებულ საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში მოახდინოს შემდეგი შინაარსის შეზღუდვის რეგისტრაცია: „მესაკუთრეს საკუთრების უფლების მოწმობის მიღებიდან მოდევნო 2 წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ბინის გაყიდვა, გაქირავება, უფლებრივად დატვირთვა ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა.“.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი