2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #298 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #298 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული პროგრამა „კონკურსებისა და კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა“, პროგრამული კოდი 05 02 01 (დანართი 5) ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: