ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 220
თარიღი: 2013-10-15
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

 

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივ­მოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილება შეუწყდეს ქ. ბათუმის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ზურაბ პატარაიას და მის ნაცვლად კომისიის წევრად შეყვანილ იქნეს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი, იურისტი – მუხრან კაკაბაძე. ასევე კომისიის წევრებად შეყვანილ იქნენ ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი - იურისტი ნინო სურგულაძე; ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ქონების აღრიც­ხვისა და განკარგვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - ხათუნა კობალაძე; ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე - ირაკლი ტუღუში; ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმი­ანო­ბაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - გიორგი რუხაძე; ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანო­ბაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - მარადი დიასამიძე და  ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამ­სახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული განვითარების განყოფილების უფროსი - მამუკა რამიშვილი. შესაბამისად განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით შეიქმნას თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივ­მოქმედი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

ა)

მამული ჟღენტი

ქ. ბათუმის საკრებულოს წევრი

(კომისიის თავმჯდომარე);

 

 

ბ)

ბესარიონ ჭოხონელიძე

ქ. ბათუმის საკრებულოს წევრი

(კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);

      

    კომისიის წევრები:

  

გ)

გენადი თებიძე

ქ. ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

 

დ)

ანზორ თაფლაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენელი;

 

ე)

იამზე ზაქარაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის, პრივატიზების განყოფილების უფროსი;

 

ვ)

მუხრან კაკაბაძე

ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი, იურისტი;

 

ზ)

ნინო სურგულაძე

ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი - იურისტი;

 

თ)

მამუკა რამიშვილი

 

ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამ­სახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული განვითარების განყოფილების უფროსი;

 

ი)

რეზო ხახვა

ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების უფროსი;

 

კ)

ხათუნა კობალაძე

ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ქონების აღრიც­ხვისა და განკარგვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;

 

ლ)

ირაკლი ტუღუში

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე;

 

მ)

გიორგი რუხაძე

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმი­ანო­ბაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;

 

ნ)

მარადი დიასამიძე

 

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანო­ბაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

 

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები