2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2013 წლის 27 სექტემბრის №01-10/4353 წერილით, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ითხოვს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მდებარე 814,3 კვ.მ. შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 5 961 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგის-ტრაციო ნომერი 05.32.04.481) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ქ. ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მდებარე, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული 814,3 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 5 961 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი 05.32.04.481).
2. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (დ. ბალაძე) უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და გადაცემული უძრავი ქონების მიღებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.
3. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთ „აჭარა”-ში გამოქვეყნება და წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ - სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი