2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №37
2011 წლის 15 ივლისი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უბნების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“ თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უბნების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“ თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-1 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №40, 12.04.2008წ. გვ.11) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები (უბნები):
ა) ძველი ბათუმის უბანი;
ბ) რუსთაველის უბანი;
გ) ხიმშიაშვილის უბანი;
დ) ბაგრატიონის უბანი;
ე) აღმაშენებლის უბანი;
ვ) ჯავახიშვილის უბანი;
ზ) თამარის უბანი;
თ) ბონი-გოროდოკის უბანი;
ი) აეროპორტის უბანი;
კ) გონიო-კვარიათის უბანი;
ლ) კახაბრის უბანი;
მ) ბათუმის სამრეწველო უბანი;
ნ) მწვანე კონცხის უბანი.“.
2. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების (უბნების) საზღვრები:
ა) ძველი ბათუმის უბანი - ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთიდან ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთამდე მელიქიშვილის ქუჩის კენტ მხარეს; ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთიდან ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე; გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
ბ) რუსთაველის უბანი - ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჯავახიშვილის ქუჩის კენტ მხარეს; შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით მელიქიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთამდე; ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთიდან მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე მელიქიშვილის ქუჩის ლუწ მხარეს; მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ და ტბელ აბუსერიძის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
გ) ხიმშიაშვილის უბანი - ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჯავახიშვილის ქუჩის ლუწ მხარეს; შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჟილინის არხის გადაკვეთამდე შ. ხიმშიაშვილის ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით; შ. ხიმ-შიაშვილისა და ჟილინის არხის გადაკვეთიდან ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთამდე (წრიულამდე) ჟილინის არხის მარჯვენა მხარეს და ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთიდან (წრიულიდან) ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ტბელ აბუსერიძის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
დ) ბაგრატიონის უბანი - ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ბაქოსა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე ტბელ აბუსერიძის ქუჩის ლუწ მხარეს და ჭავჭავაძის ქუჩების კენტ მხარეს; ბაქოსა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე ბაქოს ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით; ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთამდე შავშეთის ქუჩის ლუწ მხარეს; შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთამდე მამია ვარშანიძის ქუჩის ლუწ მხარეს; მამია ვარშანიძისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთიდან სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე სულაბერიძის ქუჩის კენტ მხარეს; სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე ბაგრატიონის ქუჩის ლუწ მხარეს და ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
ე) აღმაშენებლის უბანი - ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთამდე (წრიულამდე) ტბელ აბუსერიძის ქუჩის ლუწ მხარეს; ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთიდან (წრიულიდან) ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით კახაბრისა და ხახულის ქუჩების კვეთამდე საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს; კახაბრისა და ხახულის ქუჩის კვეთიდან მამია ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე ხახულის ქუჩისა და მამია ვარშანიძის ქუჩის გავლით და მათი ჩათვლით და მამია ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან გენ. ასლან აბაშიძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთამდე გენ. ასლან აბაშიძის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
ვ) ჯავახიშვილის უბანი - გენ. ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონის, სულაბერიძის და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთამდე ბაგრატიონის ქუჩის კენტ მხარეს; ბაგრატიონის, სულაბერიძისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე მამია ვარშანიძის ქუჩის ლუწ მხარეს და მამია ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან გენ. ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
ზ) თამარის უბანი - მდინარე ბარცხანის ხიდიდან თამარ მეფის გამზირის გავლით მდინარე ყოროლისწყლის ხიდამდე თამარ მეფის გამზირის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით; მდინარე ყოროლისწყლის ხიდიდან მდინარე ყოროლისწყლის აყოლებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა მხარეს; მდინარე ბარცხანის ხიდიდან მდინარე ბარცხანის აყოლებით მდინარე ბარცხანის მარჯვენა მხარეს ბათფარმას და მის უშუალოდ მომიჯნავედ არსებული სხვა საწარმოების საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საკადასტრო საზღვრებამდე, იმდაგვა¬რად რომ თამარის უბნის საზღვრებში ხვდება აღნიშნული საწარმოები; ბათფარმას და მის უშუალოდ მომიჯნავედ არსებული სხვა საწარმოების საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საკადასტრო საზღვრებიდან, საკადასტრო საზღვრების გაყოლებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე და აღნიშნულ მონაკვეთში თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია;
თ) ბონი-გოროდოკის უბანი - ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან ბაქოს ქუჩის გავლით მდინარე ბარცხანის ხიდამდე ბაქოს ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით; მდინარე ბარცხანის ხიდიდან მდინარე ბარცხანის აყოლებით მდინარე ბარცხანის მარცხენა მხარეს ბათფარმას და მის უშუალოდ მომიჯნავედ არსებული სხვა საწარმოების საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საკადასტრო საზღვრებამდე; ბათფარმას და მის უშუალოდ მომიჯნავედ არსებული სხვა საწარმოების საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საკადასტრო საზღვრებიდან, საკადასტრო საზღვრების გაყოლებით ხელვაჩაურის მუნიციპალი-ტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე; ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან შავშეთის, მამია ვარშანიძისა და სერგი მესხის ქუჩების კვეთამდე შავშეთის ქუჩის კენტ მხარეს; სერგი მესხის, შავშეთის და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან სერგი მესხისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის შეერთებამდე სერგი მესხის ქუჩის ორივე მხარეს; სერგი მესხისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრის შეერთებიდან ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებით ნონეშვილისა და ხელვა¬ჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის შეერთებამდე და აღნიშნულ მონაკვეთში თვითმმარ¬თველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინის¬ტრა¬ციულ საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია;
ი) აეროპორტის უბანი - ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთიდან (წრიულიდან) ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით ყოფილი სოფ. მეჯინისწყლისა და ყოფილი დაბა ხელვაჩაურის საზღვრების შეერთებამდე (ყოფილი დ. აღმაშენებლის ქუჩის პირველი შესახვევი); ყოფი¬ლი სოფ. მეჯინისწყლისა და ყოფილი დაბა ხელვაჩაურის საზღვრების შეერთებიდან მდინარე ჭოროხისკენ მიმავალი გზის (ყოფილი დ. აღმაშენებლის ქუჩის პირველი შესახვევი) გაყოლებით გზის მარჯვენა მხარეს მდინარე ჭოროხთან არსებულ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრა¬ციულ საზღვრამდე და მდინარე ჭოროხთან არსებული თვითმმართველი ქალაქის ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის ჩაყოლებით შავ ზღვასთან შეერთებამდე; მდინარე ჭოროხისა და შავი ზღვის შესართავთან არსებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჟილინის არხის კვეთამდე ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით და შ. ხიმ¬ში-აშვილისა და ჟილინის არხის კვეთიდან ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთამდე (წრიულამდე) ჟილინის არხის მარცხენა მხარეს შორის არსებული ტერიტორია (აღნიშ-ნულით აეროპორტის უბნის საზღვრებში ექცევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი ყოფი-ლი სოფლები: მეჯინისწყალის ნაწილი და კახაბრის ნაწილი);
კ) გონიო-კვარიათის უბანი - მდინარე ჭოროხის მარცხნივ არსებული, თვითმმართველ ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორია (აღნიშნულით გონიო-კვარიათის უბნის საზღვრებში ექცევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი ყოფილი სოფლები: ახალსოფლის ნაწილი, გონიო და კვარიათი);
ლ) კახაბრის უბანი - შავშეთის, სერგი მესხის და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების გავლით ხახულისა და კახაბრის ქუჩების კვეთამდე მამია ვარშანიძის ქუჩის კენტ მხა¬რეს; ხახულის და კახაბრის ქუჩების კვეთიდან ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით ყოფილ სოფ. მახვილაურში შემავალი საავტომობილო გზის (რომლითაც შესაძლებელია ყოფილ სოფ. ურეხში გადასვლა) კვეთამდე; ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზისა და ყოფილი სოფ. მახვილაურში შემავალი საავტომობილო გზის (რომლითაც შესაძლებელია ყოფილ სოფ. ურეხში გადასვლა) კვეთიდან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებით შავშეთის, სერგი მესხის და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთამდე არსებული ტერიტორია, მათ შორის „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 16 დეკემბრის №743-IIს დადგენილებით თვითმმართველ ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ე.წ. „ბათუმგორის ტერიტორია“, რომელიც იწყება ს. მესხის ქუჩის დასაწყისიდან, შემდეგ მიუყვება სასტუმრო „თანამგზავრი“-საკენ მიმავალ საავტომობილო გზას, შემდეგ გრძელდება ბალნეოლოგიური საავადმყოფოსაკენ მიმავალი შიდა საავტომობილო გზის მიმართულებით, შემდეგ გადადის ყოფილი სოფელი ურეხის მიმართულებით და მართი კუთხით უერთდება დემეტრე თავდადებულისა და მ. ვარშანიძის ქუჩების კვეთას (აღნიშნულით კახაბრის უბნის საზღვრებში ექცევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი ყოფი¬ლი სოფლები: მახვილაურის ნაწილი, შავლიძეები, მეჯინისწყალის ნაწილი, კახაბრის ნაწილი, ინჯალო, თოდოგაური, ზედა ღელე, ურეხი და ფერიის ნაწილი);
მ) ბათუმის სამრეწველო უბანი - ყოფი¬ლი სოფ. მეჯინისწყლისა და ყოფილი დაბა ხელვაჩაურის საზღვრების შეერთებიდან მდინარე ჭოროხისკენ მიმავალი გზის (ყოფილი დ. აღმაშენებლის ქუჩის პირველი შესახვევი) გაყოლებით, გზის მარცხენა მხარეს და ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზისა და ყოფილი სოფ. მახვილაურში შემავალი საავტომობილო გზის (რომლითაც შესაძლებელია ყოფილ სოფ. ურეხში გადასვლა) კვეთიდან ე.წ. მახოს ხიდის მხარეს არსებული, თვითმმართველ ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორია, რომლებიც არ შედის აეროპორტის უბნისა და კახაბრის უბნის საზღვრებში (აღნიშნულით ბათუმის სამრეწველო უბნის საზღვრებში ექცევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი ყოფილი სოფლები: შარაბიძეების ნაწილი და დაბა ხელვაჩაური);
ნ) მწვანე კონცხის უბანი - მდინარე ყოროლისწყლის მარჯვნივ არსებული, თვითმმართველ ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორია (აღნიშნულით მწვანე კონცხის უბნის საზღვრებში ექცევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი ყოფი¬ლი სოფლები: მახინჯაურის ნაწილი და მწვანე კონცხი, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგი ყოფილი სოფლები: სახალვაშოს ნაწილი და ჩაქვის ნაწილი).
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე