2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და მათი საპრივატიზებო საწყისი ფასის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის #213 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და მათი საპრივატიზებო საწყისი ფასის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის #213 განკარულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხას და მათ საპრივატიზებო საწყისი ფასს (დანართი 1) დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) მე-2 პუნქტი (საპრივატიზებო ობიექტი, საწყისი გასაყიდი ფასით):
# |
საპრივატიზებო ობიექტის მისამართი |
საპრივატიზებო ობიექტის სახეობა |
საპრივატიზებო ობიექტის ფართობი კვ.მ.-ში |
საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი |
ობიექტის საპრივატიზებო საწყისი ფასი (ლარი) |
41 |
ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ.№1 და №3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებს შორის
|
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
752,00 |
სარეგისტრაციო ¹#05.24.07.08 |
288 000 |
2. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთ „აჭარა“-ში გამოქვეყნება და წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონიძიებების განხორციელება.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი