2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 18 ივლისის №116 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-195 მუხლის მე-3 პუნქტის, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №24 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 18 ივლისის №116 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) 8-14-ე პუნქტები:
ლოტი |
№ |
ქონების დასახელება, მისამართი, სახეობა |
ქონების ფართობი კვ.მ-ში |
საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი |
სხვა მახასიათებელი ნიშანი |
ობიექტის / ლოტის საწყისი ქირის ოდენობა ლარებში |
|
8 |
ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორია |
140,00 |
საკადასტრო კოდი №05.22.01.026 |
|
3 500
|
|
9 |
ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორია |
75,00 |
საკადასტრო კოდი №05.24.02.052 |
|
1 875 |
|
10 |
ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორია |
40,00 |
საკადასტრო კოდი №05.24.02.051 |
|
1 000 |
|
11 |
ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორია |
81,00 |
საკადასტრო კოდი №05.22.01.027 |
|
2 025 |
|
12 |
ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორია |
90,00 |
საკადასტრო კოდი №05.22.01.028 |
|
2 250 |
|
13 |
ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორია |
224,00 |
საკადასტრო კოდი №05.21.02.012 |
|
5 600 |
|
14 |
ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორია |
486,00 |
საკადასტრო კოდი №05.21.02.013 |
|
12 150 |
2. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთ „აჭარა“-ში გამოქვეყნება და წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი