ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 214
თარიღი: 2013-09-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

  

საავტომობილო გზის მოწყობის შედეგად წარმოშობილი ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

 

 

ბაგრატიონის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩამდე შემაერთებელი საავტომობილო გზის (მეგობრობის გამზირი) მოწყობის დროს ათვისებული იქნა გარკვეული კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთები, ხოლო გარკვეული ნაკვეთები სანაცვლო ქონების სახით გადაეცა კერძო მესაკუთრეებს. ამ პროცესში ერთ-ერთი მოქალაქის (ზურაბ გოგიშვილი პ/#61001049701) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 05.26.02.049) დარჩა შესასვლელი გზის, ეზოში შესასვლელი რკინის კარებისა და საკანალიზაციო სისტემის გარეშე, რომლის მოწყობაც უნდა უზრუნველყოს ქალაქ ბათუმის თვითმმართველობამ ვინაიდან სწორედ მის მიერ მოხდა საავტომობილო გზის მოწყობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბათუმის მერიას დაევალოს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებიდან საბიუჯეტო თანხების ორგანიზება და უზრუნველყოს მოქ. ზურაბ გოგიშვილის (პ/#61001049701) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: 05.26.02.049) მისასვლელი გზის მოწყობა მეგობრობის გამზირიდან, ეზოში შესასვლელი რკინის კარების გადატანა, საკანალიზაციო ჭის მოწყობა და საკუთ-რებაში არსებული ტერიტორიის მიერთება ცენტრალურ ქსელთან.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები