ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 212
თარიღი: 2013-09-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

             გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა       

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის №40 სამარშრუტო ხაზის მოძრაობის სქემის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის „ქვის ხიდის“ დასახლებამდე გაგრძელების შესახებ

 

 

2013 წლის 23 სექტემბრის 01-43/1438 წერილით ქობულეთის მუნიციპალი­ტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი რომანაძემ ითხოვა შუამდგომლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მოსახლეობის სახელით 40 სამარშრუტო ხაზის არსებული სქემის, რომელიც დამტკიცებულია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის 73 განკარგულებით გაგრძელდეს სოფელ ჩაისუბნის „ქვის ხიდის“ დასახლებამდე, რათა გაადვილდეს და გაუმჯობესდეს მგზავრთა მიმოსვლა ორ მუნიციპალიტეტს შორის.

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გაგრძელდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის №40 სამარშრუტო ხაზის მოძრაობის სქემა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის „ქვის ხიდის“ დასახლებამდე.

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს ჯემალ ანანიძეს მიენიჭოს უფლებამოსი-ლება, რომ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელით ხელი მოაწეროს თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის გასაფორმებელ შეთანხმებას, რომელიც შეეხება №40 სამარშრუტო ხაზის მოძრაობის სქემის ქობულეთის მუნიციპალი-ტეტის სოფელ ჩაისუბნის „ქვის ხიდის“ დასახლებამდე გაგრძელების შესახებ.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები