2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის სტრატეგიული გეგმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის #164 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის სტრატეგიული გეგმის დამტკი-ცების შესახებ“ „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემ-ბრის #164 განკარგულებაში შეტანილი იქმნას შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრე-ბაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის სტრატეგიული გეგმის პირველი პუნქტი ამოღებული იქნას.
ბ) განკარგულებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრე-ბაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის სტრატეგიული გეგმის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. დაუშვებელია იმ შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების ინდი-ვიდუალურ საკუთრებაში განკარგვა, რომლებიც „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქ. ბათუმის საკრე-ბულოს 2006 წლის 28 მარტის #3-7 დადგენილების შესაბამისად დაექვემდებარნენ ან ექვემდებარებიან დემონტაჟს ან/და ქ. ბათუმის მერიის სამსახურების მიერ სხვაგვარად განხორციელდა მათი დემონტაჟი“.
2. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთ „აჭარა“-ში გამო-ქვეყნება.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისა-მართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი