ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 38
თარიღი: 2011-07-15
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №38
2011 წლის 15 ივლისი
ქალაქი ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქ.ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №40, 12.04.2008წ. გვ.11-12) შეტანილი იქნას ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:
ა) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ძველი ბათუმის უბანში;
ბ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო რუსთაველის უბანში;
გ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ხიმშიაშვილის უბანში;
დ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ბაგრატიონის უბანში;
ე) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო აღმაშენებლის უბანში;
ვ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ჯავახიშვილის უბანში;
ზ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო თამარის უბანში;
თ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ბონი-გოროდოკის უბანში;
ი) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო აეროპორტის უბანში;
კ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო გონიო-კვარიათის უბანში;
ლ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო კახაბრის უბანში;
მ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ბათუმის სამრეწველო უბანში;
ნ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო მწვანე კონცხის უბანში.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.




საკრებულოს თავმჯდომარე                                                         გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები