ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 143
თარიღი: 2013-08-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩისა და აეროპორტის გზატკეცილის კვეთაში მდებარე  ტერიტორიისათვის „მონატრების“ სახელობის  სკვერის სტატუსის მინიჭებისა და აღნიშნულ სკვერში „შვლის ნუკრის“ ქანდაკების გადატანის შესახებ

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩისა და აეროპორტის გზატკეცილის კვეთის მიმდებარედ არსებულ  (გამწვანებული)  ტერიტორიას მიენიჭოს „მონატრების“ სახელობის  სკვერის სტატუსი.

2. ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიასა და მ. აბაშიძის ქუჩების კვეთის მიმდებარედ არსებულ სკვერში მდებარე „შვლის ნუკრის“ ქანდაკება გადატანილ იქნეს განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ „მონატრების“ სახელობის  სკვერში.    

3. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიამ  (ჯ. ანანიძე) უზრუნველყოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები