ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 39
თარიღი: 2011-07-15
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №39
2011 წლის 15 ივლისი
ქალაქი ბათუმი


თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ


„ადგილობრივი  თვითმმართველობის  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვე¬პუნქტისა და „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფები შემდეგი ოდენობით:
ა) 2 მგზავრობიან ბილეთზე - 0,6 ლარი, ხოლო ავტობუსში ბილეთის შეძენის შემთხვევაში 0,8 ლარი;
ბ) 6 მგზავრობიან ბილეთზე - 1,7 ლარი;
გ) 15 მგზავრობიან ბილეთზე - 4,0 ლარი, ხოლო მასწავლებლების, მოსწავლეების, სტუდენტების, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე პირთათვის - 3,0 ლარი.
მუხლი 2. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის მიერ შესაბამისი მგზავრობის ბილეთები დამზადებულ იქნეს იმგვარად, რომ შეღავათიანი ბილეთები საცნობარო ნიშნების მიხედვით განსხვავდებოდეს სტანდარტული ბილეთებისაგან.
მუხლი 3. მგზავრობისას, შეღავათით მოსარგებლე პირებმა თან უნდა იქონიონ შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობები ან/და სხვა დოკუმენტები.
მუხლი 4. ბილეთების გაყიდვა განხორციელდეს იმ კომერციული ობიექტებიდან, სადაც საცნობარო ნიშნის სახით განთავსებული იქნება შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ლოგო.
მუხლი 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. ბათუმში შიდა საქალაქო რეგულარული ტრანსპორტით სამგზავრო გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-10 დადგენილება.
მუხლი 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამო-ქვეყნებისთანავე.

 



საკრებულოს თავმჯდომარე                                                              გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები