2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმში, ძველი ბათუმის უბანში მდებარე ვალერი ჩკალოვის ქუჩის გაგრძელებისა და რაულ ვალენბერგის ქუჩასთან მიერთების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, ძველი ბათუმის უბანში მდებარე ვალერი ჩკალოვის ქუჩა გაგრძელდეს და მიერთებულ იქნეს რაულ ვალენბერგის ქუჩასთან (თანახმად თანდართული სქემატური რუკისა).
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი